გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოციალურად დაუცველ ბავშვებზე 50-ლარიანი დახმარების გაცემა დაიწყო

20-03-2019

სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვებისთვის 50-ლარიანი დახმარების გაცემა დღეიდან დაიწყება. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) ჩარიცხვა დღეს, საღამოს საათებში დაიწყება და ეტაპობრივად ყველა მომხმარებლის ანგარიშზე აისახება.


50 ლარის ოდენობით შემწეობას 100001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი ყოველ 16 წლამდე წევრზე მიიღებს.

რიგ მუნიციპალიტეტებში, 50 ლარის ოდენობის საარსებო შემწეობა გაიცემა ფულის სახით, ანუ თანხა ჩაირიცხება ოჯახის საბანკო ბარათზე და შესაძლებელი იქნება სრულად განაღდება.


მუნიციპალიტეტების ნაწილში, 16 წლამდე ასაკის წევრისთვის განკუთვნილი 50-ლარიანი შემწეობიდან, 20 ლარი ჩაირიცხება ოჯახის საბანკო ბარათზე (თანხის განაღდების უფლებით), ხოლო დარჩენილი 30 ლარი „კვების ბარათზე“ (ბარათიდან თანხის განაღდების უფლების გარეშე).

სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, „კვების ბარათით" შესაძლებელია მხოლოდ სურსათის შეძენა და დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელისა და თამბაქოს ყიდვა. „კვების ბარათს“ (ისევე როგორც ოჯახის საბანკო ბარათს) გასცემს სს - „ლიბერთი ბანკი“ ოჯახის იმ სრულწლოვან პირზე, რომელიც განსაზღვრულია საარსებო შემწეობის თანხის მიმღებად.


„ლიბერთი ბანკის" ფილიალებიდან „კვების ბარათისა“ და საარსებო შემწეობის თანხის გატანა ხვალიდან, 21 მარტიდან იქნება შესაძლებელი.

„კვების ბარათით“ სარგებლობა შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულ სავაჭრო ობიექტებში.