გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კახეთში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ

20-03-2019

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ადგილობრივი საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა, პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, ახმეტის, თელავის, ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ფერმერებს ვენახის მოვლა-მოყვანისა და გასხვლის, მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების, მეცხოველეობისა და რძის პირველადი გადამუშავების კუთხით კონსულტაციები გაუწიეს. სპეციალისტებმა ადგილობრივების საკარმიდამო ნაკვეთები და ფერმერული მეურნეობები დაათვალიერეს, დაინტერესებულ პირებს სახელმწიფო პროგრამები გააცნეს და საჭირო ლიტერატურა გადასცეს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტი „მობილური ექსტენცია“ კახეთის რეგიონში გრძელდება. 19-დან 22 მარტის ჩათვლით შეხვედრები დედოფლისწყაროს, გურჯაანის, სიღნაღის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში გაიმართება.


აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, 2018 წელს, შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით 150 სოფელში გაიმართა და კონსულტაცია 7500-მდე ფერმერს გაეწია. 2019 წელს სპეციალისტებმა შეხვედრები უკვე გამართეს სამეგრელოს, გურიის და შიდა ქართლის რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში, სადაც 2000-მდე ფერმერს შეხვდნენ.