20-12-2017
ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში პირველკლასელ მოსწავლეს მასწავლებელმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და საქმეზე მოკვლევა განათლების და მეცნიერების სამინისტროს და სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო.
სკოლის დირექტორი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პირველი კლასის მასწავლებელს სკოლაში მუშაობის 38 წლიანი სტაჟი აქვს და მსაგვსი შემთხვევა აქამდე არ მომხდარა.
"როგორც ვიცი, გაკვეთილზე, დაზარალებული ბავშვი არ გაჩერდა, მოუსვენრად იყო. მასწვალებელმა ააყენა და ხელით მიყავდა კუთხეში დასაყენებლად, რა დროსაც მოსწავლე მოულოდნელად მოტრიალდა და მასწვალებლის ფრჩხილები შემთხვევით გაესვა ყელზე და წამოუვიდა სისხლი" , - გვიყვება სკოლის დირექტორი.
მისი თქმით, შემთხვევის დროს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ხოლო დაზარალებული მოსწავლის მშობელს თავად მასწავლებელმა დაურეკა.
დირექტორის თქმით, შემთხვევაიდან რამდენიმე წუთში შეუძლოდ გახდა თავად პედაგოგი, რომელმაც მოსწავლეს დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც სკოლაში სასწარფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
"მომხდარის გამო იმდენად ცუდად გახდა მასწავლებელი რომ მისთვის სასწრაფოს გამოძახებაც დაგვჭირდა. პოლიციამ შეადგინა ოქმი დაიკითხა მშობელი და მასწავლებელიც, მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა. სკოლაში ასევე მოვიდნენ სახალხო დამცველის წარმომადგელები და გაესაუბრნენ მშობლებს და მოსწავლეებს", - განაცხადა სკოლის დირექტორმა.
მისი თქმით, დაზარალებული მოსწავლის მშობელს სკოლის მასწვალებელთა პრეტენზია არ აქვს და სკოლის დირექციას რამდენჯერმე თხოვნით მიმართა, რომ მასწავლებლის წინაღმდეგ რაიმე სანქციების გატარება არ მოხდეს.
საკითხი განსახილველად განათლების და მეცნიერების სამინისტროს დისციპლინარულ კომიტეტს გადაეცა. სწორედ კომიტეტი იმსჯელებს იმის შესახებ დატოვებს თუ არა მასწავლებელი თანამდებობას. სკოლის დირექტორის თქმით, მასწავლებელი ამ დროისთვის სკოლაში არ დადის და ბიულეტინით სარგებლობს, ხოლო სამინისტრომ სკოლის დირექციას მასწვალებლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მომხარი ფაქტიდან სამ კვირაში უნდა აცნობოს.
წყარო: "ქუთაისიპოსტი"