21-03-2019
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ი.ვ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 ივნისს, გვიან ღამით თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ივანოვკაში, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ი.ვ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით პ.ც.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ხელებით და ფეხებით თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. პ.ც. მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ი.ვ. 2018 წლის 26 ივნისს, თეთრიწყაროს რაიონის, სოფელ ივანოვკაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა (განზრახ მკვლელობა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ი.ვ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",- ნატქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.