22-03-2019
დღეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია სებასტიის ტბაში წამებული 40 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დღეს ნოქალაქევში, ციხეგოჯის ტერიტორიაზე, მეექვსე საუკუნით დათარიღებულ ეკლესიაში, რომელიც ქრისტიანობას შეწირული 40 კაბადოკიელი მეომრის სახელზეა აგებული, წირვა-ლოცვა აღევლინა.
ჭეშმარიტი რწმენისათვის თავდადებულ მოწამეთა სახელობის ტაძარი საქართველოს ყველა კუთხიდან მისული მომლოცველებით აივსო.
სადღესასწაულო მსახურებას მრევლთან ერთად სენაკის მუნიციპალიტეტის მერი - ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე - გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე - კახაბერ კუპრეიშვილი ესწრებოდნენ.