გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ბატიაშვილმა მე-6 და მე-10 კლასში გამოცდების ჩატარების დეტალები განმარტა

22-03-2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამეტში გამოსვლისას , მე-6 და მე-10 კლასში ჩასატარებელ გამოცედებზე ისაუბრა, რომ ცენტრალიზებული სასკოლო დამამთავრებელი გამოცდების მოხსნა არ გულისხმობს სასკოლო შეფასებების უგულვებელყოფას.


„რეალურად, მიმდინარეობს სასკოლო შეფასებების რეფორმირება იმისათვის, რომ შეფასება გახდეს შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებული. კერძოდ, სადიაგნოსტიკო ხასიათის ცენტრალიზებული შეფასებები განხორციელდება მე-6 და მე-10 კლასის - ორი მნიშვნელოვანი სასწავლო საფეხურის ბოლოს სხვადასხვა საგანში. მისი მიზანი იქნება მეტი ინფორმაციის მიწოდება სკოლებისთვის მოსწავლეების ცოდნის, მოსწრების, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს და უკეთესად დაიგეგმოს სწავლა-სწავლების პროცესი. სკოლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარებას კი უზრუნველყოფს თავად სკოლა.


ასევე, სამინისტრო მუშაობს მონიტორინგის სისტემის შექმნაზე, რაც უზრუნველყოფს სკოლების მუდმივ შეფასებას და მათ მხარდაჭერას მეტი განვითარებისთვის“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.