გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გაერთიანებულმა ოპოზიციამ სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობის კანდიდატად წარადგინა

22-03-2019

ზუგდიდის მერის პოსტზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი საქართველოს ყოფილი პირველი, ლედი სანდრა რულოვსი იქნება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვასაძემ განაცხადა.


„ერთი გადაწყვეტილება მივიღეთ საკმაოდ სწრაფად - ეს არის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იქნება ქალბატონი სანდრა ელისაბედ რულოვსი. გაერთიანებული ოპოზიციისა და ქალბატონი სანდრას სურვილები ერთმანეთს დაემთხვა იმიტომ, რომ თვიდანვე მას უნდოდა, გაერთიანებული ოპოზიციის მანდატით ყოფილიყო წარდგენილი ზუგდიდში, როგორც კანდიდატი. ასე რომ, ზუგდიდი იქნება ჩვენი ძალისხმევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ გვეყოლება ღირსეული კანდიდატი, რომელიც ზუგდიდსაც და სამეგრელოსაც ძალიან უყვარს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.


მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას არ გამორიცხავს, რომ მოხდეს ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება და პარტიის წევრებზე ფიზიკური თავდასხმებიც კი.

გრიგოლ ვაშაძემ ზუგდიდის გარდა იმ ოლქებზეც ისაუბრა, სადაც შუალედური არჩევნები მაისში ტარდება. ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია ყველა ოლქში აპირებს მონაწილეობას.