21-12-2017
2018 წელს რუსთავი განსხვავებულად ხვდება. პირველად ქალაქში საახალწლო სოფელი გაიმართება, რომელიც მერიის წინ მოედანზე იქნება განთავსებული. ტერიტორია შემოსაზღვრული იქნება სამსენებლო ბადით.
29-31 დეკემბერს 16:00 -დან 19:00 საათამდე საბვშვო პროგრამები გაიმართება. 16:00 საათიდან ცენტრალურ მოედანზე ბავშვების განწყობაზე, ზრაპრის გმირები იზრუნებენ. კულტურის სახლში 16:15 საათზე გაიმართება თეატრალური წარმოდგენა.
30 დეკემბერს 17:00 -დან 18:00 საათზე მუსიკალური სტუდიების მიერ ორგანიზებული კონცერტი, ხოლო 18:00-18:40 საათამდე კი საცირკო ნომრები გაიმართება. 18:40-19:00 საათამდე ბავშვები სანტას შეხვდებიან და მიიღებენ სამახსოვრო საჩუქრებს.
29 დეკემბერს ასევე გაიმართება ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელსეწყობის ცენტრისორგანიზებით დადგმული ფლეშმობი.
30 დეკემბერს ააიპ „მოსწავლეები და სტუდენტები მომავლისთვის“ ორგაიზებული ფლეშმობი. 31 დეკემბერს კი შშმ პირების ცენტრისა და ანსამბლ სალხიხინოს ფლეშმობი.
ღონისძიებებში მონაწილეთა სია:
29 დეკემბერი 20:00-21:00 „თუთარჩელა“, „ფიროსმანი“, „მე რუსთველი“, „სალხინო“
30 დეკემბერი 20:00 „გროს ოქტეტი“, 20:30 „ელ ფლუიდს“
31 დეკემბერი 21:00 ბენდი, 22:00-23:00 ლაშა ბერიძე, ოთო ნემსაძე, სალომე ბაკურაძე, დათუნა მგელაძე, თემურ თათარაშვილი, ანანო მჟავია, პანჩო, დათო ნეფარიძე, მერუსთველი.
წყარო: inforustavi