გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

24-03-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ლ.მ. თბილისში დააკავეს.


ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ბრალდებული თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე იმ დროს შეაჩერეს, როდესაც იგი მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.


პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.


გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით