გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ველისციხეში 55-მდე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია იგეგმება

24-03-2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთის რეგიონში, სოფელ ველისციხეში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებს.


სამუშაოები ითვალისწინებს სოფელ ველისციხის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე 55-მდე საცხოვრებელი სახლის, სოფელ ველისციხის თეატრისა და მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას.


მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა სოფელ ველისციხეში სარეაბილიტაციო პროექტები დაათვალიერეს და არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.


გარდა ველისციხისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, გორში, დაბა სტეფანწმინდაში, თელავის ისტორიულ ნაწილში, სოფელ ველისციხეში, უშგულის თემის სოფლებში ჩვიბიანსა და ჟიბიანში და დაბა მესტიის ლაღამის უბანში საზოგადოებრივ-სარეკრეაციო სივრცეების, ტურისტული ობიექტებისა და მათი ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს.


ტურისტული პოტენციალის მქონე ქალაქების ურბანული განახლების პროგრამის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი სოციალური და ეკონომიური პირობების გაუმჯობესებასა და ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს.