გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლანჩხუთში ჯამბულათ ხოფერიას სახელობის ტურნირი ჩატარდა

24-03-2019

ლანჩხუთში, გვიმბალაურის სპორტულ დარბაზში, ქართულ ჭიდაობაში ჯამბულათ ხოფერიას სახელობის ტურნირი ჩატარდა. მასში მონაწილეობა ლანჩხუთელმა, ოზურგეთელმა და ჩოხატაურელმა ახალგაზრდა მოჭიდავეებმა მიიღეს.


ტურნირს გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, აკაკი შენგელია, ლანჩხუთის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ.


გამარჯვებულები სიგელებით, მედლებითა და თასით დაჯილდოვდნენ. ტურნირი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისა და ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.


22 მარტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ ჯამბულათ ხოფერიას 51 წელი შეუსრულდებოდა.