24-03-2019
ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების განხორციელების შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა იწყება. სულ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 36 მილიონ ლარზე მეტი.
მოხდება ქალაქის 10 ცენტრალური ქუჩის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის, დაგეგმილია სანიაღვრეების, ტროტუარების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება კონსტანტინე გამსახურდიას, თამარ მეფის, თაბუკაშვილის, ჯანაშიას, ხელაიას, ზვიად გამსახურდიას, ლაზის, ჩიქობავას, ბარამიასა და ქობულეთის ქუჩებს.
სოფლებში მოხდება 16 გზის რეაბილიტაცია. ამასთან, სრული რეაბილიტაცია უტარდება რუხი-რიყე ტყაიას 10-კილომეტრიან გზას, რითაც გადაიჭრება მრავალწლიანი პრობლემა.
გზები აღდგება შემდეგ სოფლებში: ჩხოუ, ზედაეწერი, რუხი (საავადმყოფოსკენ მიმავალი გზა და ზაურ თოდუას ქუჩა), ჭკადუაში, გრიგოლიში, ჭითაწყარი, ბაღმარანი, აბასთუმანი, ნარაზენი (შამადელას დამაკავშირებელი გზა, საბეჭვაიოს უნბნის გზა), ოქტომბერი (დევნილთა ჩასახლებიდან ანაკლიის ცენტრალურ გზამდე), ოფაჩხაფუში (ნარაზენთან დამაკავშირებელი გზა, ახალსოფელთან დამაკავშირებელი გზა).