გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სინოპტიკოსები უახლოესი დღეების ამინდს პროგნოზს ავრცელებენ

25-03-2019

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში ​ღამით ​ნალექია მოსალოდნელი, ზოგან წვიმის, ზოგან კი თოვლის სახით. დღისით უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ღამით ტემპერატურა +5, დღისით კი +13 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ნალექი იქნება აღმოსავლეთ საქართველოშიც.


თბილისში მცირე წვიმა იქნება და ჩრდილო დასავლეთის ქარი იქროლებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით +4, დღისით +8 გრადუსი.

26-27 მარტს შედარებით უკეთესი ამინდი იქნება საქართველოში. აღმოსავლეთში ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. დასავლეთში კი გამოიდარებს. დასავლეთში ტემპერატურა +17-მდე გაიზრდება.


აღმოსავლეთში ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. ტემპერატურა +16 გრადუსამდე გაიზრდება. ქარის გაძლიერებას სინოპტიკოსები მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 მარტიდან ელოდებიან“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.