25-03-2019
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად, ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, ხულიგნური განზრახვით და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გ.ჩ. დამნაშავედ ცნეს.
სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 27 მაისს, ქალაქ ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, გ.ჩ.-მ ხულიგნური განზრახვით და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მოკვლის მიზნით, ი.ა.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში 55 ჭრილობა მიაყენა, მათ შორის 4 გულმკერდის არეში. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად ი.ა.-ს გადარჩენა მოხერხდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გ.ჩ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.