25-03-2019
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მერობის შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები დაასახელა.
ზუგდიდი -გიორგი შენგელია:
გიორგი შენგელია დაიბადა 1981 წლის 8 იანვარს ქ.ზუგდიდში.
განათლება - 1998-2003 წელი -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა ფინანსები და საბანკო საქმე.
სამუშაო გამოცდილება:
2004 წელი -საქართველოს ბანკი (ზუგდიდის ფილიალი) საკრედიტო ექსპერტი.
2005-2008 წელი -სს. საქართველოს ბანკი (ზუგდიდის ფილიალი) საკრედიტო ჯგუფის უფროსი.
2008-2009 წელი-სახალხო ბანკი (ზუგდიდის ფილიალი) მმართველი.
2009-2010 წელი - „ლიბერთი ბანკის” სამეგრელოს რეგიონალური ფილიალის დირექტორის მოადგილე.
2011-2018 წელი-თიბისი ბანკის ზუგდიდის სერვის-ცენტრი N 1 -ის დირექტორი.
2018-დან დღემდე-ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ზესტაფონი - გიორგი გოგლიჩიძე:
გიორგი გოგლიჩიძე დაიბადა 1976 წლის 5 სექტემბერს ქ.ზესტაფონში.
განათლება - 1993 წელს დაამთავრა კავკასიის ბიზნეს აკადემიის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი -ბიზნესის მართვის მაგისტრი.
2000-2005 წელი - ქ. გორის მრავალპროფილიანი მცირე აკადემიის იურიდიული ფაკულტეტი, იურისტი სამართალმცოდნის სპეციალობით
სამუშაო გამოცდილება:
1995-1999 წელი -საქართველოს პარლამენტში, ფრაქცია ლეიბორისტის აპარატის სპეციალისტი.
1999-2006 წელი - საქართველოს ლეიბორისტული პარტიის საორგანიზაციო მდივნის მოადგილე
2006-2010 წელი -ქ.ზესტაფონის საკრებულოს წევრი
2015-2017 წელი - შპს. 3G-ის დირექტორი
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ჭიათურა - გივი მოდებაძე:
გივი მოდებაძე დაიბადა 1977 წლის 18 აგვისტოს ქ.ჭიათურაში.
განათლება - 1995-2000 წელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი; სპეციალობა - ფინანსები და საბანკო საქმე.
სამუშაო გამოცდილება:
1997-2004 წელი - დაზღვევის სახელმწიფო ფონდი
2004-2009 წელი - სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილება
2009-2013 წელი - სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილება
2017 წელი - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე
2018 წლიდან დღემდე -ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
ხულო - ვახტანგ ბერიძე:
ვახტანგ ბერიძე დაიბადა 1974წლის 20 ივნისს ხულოს რაიონის სოფელ მერჩხეთში
განათლება -1994 -1999 წელი - ქალაქ ბათუმის საერთაშორისო ინსტიტუტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობა.
სამუშაო გამოცდილება:
1996-2000 წელი -შსს ქალაქ ბათუმის ობიექტების დაცვის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური.
2000-2001 წელი -შსს ხულოს რაიონული განყოფილების ღორჯომის ქვეგანყოფილების უბნის ინსპექტორი
2001-2005 წელი - შსს ხულოს რაიონული განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს ქვეგანყოფილების ინსპექტორი
2005-2008 წელი - 2011-2018 შსს ხულოს რაიონული განყოფილების კრიმინალური პოლიციის უფროს ინპექტორ-გამომძიებელი
2008-2012 წელი-შსს აჭარის ა.რ. მთავარი სამმართველოს ხულოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი
2013 წლიდან- პოლიციის პოლკოვნიკი.
2012-2017 წელი-შსს აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს უფროსი.
2017-2018 წელი-შსს აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
2018 წლიდან-დღემდე -ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/მერის მოვალეობის შემსრულებელი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
მარნეული - ზაურ დარგალი:
ზაურ დარგალი დაიბადა 1988 წლის 4 ივლისს ქ.მარნეულში.
განათლება - 2005-2009 წელი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის სპეციალობა.
სამუშაო გამოცდილება: 2007-2012 წელი-ჩართული იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ცენტრის განვითარებაში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, კომიტეტის წევრი, მრჩეველი და ტრენერი. მარნეულის ახალგაზრდული საკრებულოს წევრი.
2013 წელი- საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში კოალიცია „ქართული ოცნები“-ს მარნეულის საოლქო შტაბის ახალგაზრდულ ფრთის ხელმძღვანელი.
2014-2017 წელი-შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში.
2017 წლიდან-დღემდე - ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.
ჰყავს მეუღლე, და ორი შვილი.
თბილისი - მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი - ლადო კახაძე
ვლადიმერ კახაძე, დაიბადა 1953 წლის 28 ოქტომბერს ქ. თბილისში.
1978-1979 წელი - ქ. თბილისის 1 კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი
1979-1981 წელი- ქ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის, მეანობა-გინეკოლოგიის კათედრა, კლინიკური ორდინატორი.
1981-1987 წელი-ქ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრისა და სხივური დიაგნოსტიკის კათედრა და ცენტრალური კლინიკური ლაბორატორიის ბაზაზე -სასწავლო სამედიცინო საკონსტრუქტორო , საკვლევი ბიურო-კურსის ხელმძღვანელი.
1987-1991 წელი- რესპუბლიკური დიაგნოსტიკური ცენტრი-ულტრაბგერითი განყოფილების ხელმძღვანელი.
1991-1993 წელი- სამედიცინო ფირმა „ოჯახი და ქორწინება“ -ექიმი.
1993-1998 წელი--სამედიცინო ფირმა „ლაფორტუნადო“-პრეზიდენტი.
1998-2002 წელი- ქ.თბილისის საკრებულოს თავჯდომარე.
2002-2006 წელი- სამედიცინო ფირმა“ლაფორტუნადო“ კონსულტანტი.
2006-2012 წელი- სადაზღვეო კომპანია „ალდაგი“ ჩემი ოჯახის კლინიკა -კონსულტანტი.
2012-2015 წელი- სამედიცინო ფირმა „ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია“ -კონსულტანტი.
2015 წლიდან-დღემდე- სამედიცინო კლინიკა მზერა -ექიმი რადიოლოგი.
2015 წლიდან-დღემდე- საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი -კორესპონდენტი (ასოცირებული)
2002 წლიდან - ღირსების ორდენის კავალერი (საქართველოში ულტრაბგერითი დიაგნოსტიკური დანერგვა პოპულარიზაციისთვის).
2008 წლიდან - საქართველოს წმინდა ნინოს სახელობის ექიმთა საზოგადოების თავჯდომარე.
2010 წლიდან - მწერალთა კავშირის წევრი(გამოცემული აქვს სამი კრებული)
2014 წლიდან - ჟურნალის „განსაკუთრებული ჟურნალი:-რედაქტორი.
1966-1983 წელი- რესპუბლიკური საკავშირო საერთაშორისო და მსოფლიო ფესტივალების ლაურეატი.
სამეცნიერო შრომისა 20 და 1 საავტორო უფლების მფლობელი. სადოქტორო დისერტაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.