გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რეგიონებში 50 000 წვრილფეხა პირუტყვი ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს

25-03-2019

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ატარებს წვრილფეხა პირუტყვის ბრუცელოზის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას. დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაქცინირებულია 50 000 სული წვრილფეხა პირუტყვი.


უწყების ცნობით, ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საპილოტე რეჟიმში გასულ წელს დაიწყო და თვალში ჩაწვეთების თანამედროვე მეთოდის გამოყენებას ითვალისწინებს. მიმდინარე წელს დაგეგმილია 233 000 სული წვრილფეხა ცხოველის ვაქცინაცია.


"სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ უფასოდ განხორციელებული ღონისძიებები ამცირებს დაავადების გავრცელების რისკს და, შესაბამისად, უზრუნველყოფს ბაზარზე უვნებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის განთავსებას და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას; ხელს უწყობს საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი, მათ შორის მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. ბრუცელოზით ავადდება ადამიანიც. ინფიცირების წყარო დაავადებული ცხოველი და მისგან მიღებული პროდუქტებია", - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში