25-03-2019
ახალციხის ერთ–ერთ სკოლაში, იმ მეექვსეკლასელი ბიჭის თანაკლასელები, რომელიც მასწავლებელს და მოსაწვლეებს ბულინგში ადანაშაულებს, გაკვეთილებზე არ მივიდნენ. 14 თანაკლასელი 11 წლის ბიჭს უპირისპირდება.
11 წლის ბიჭის თანაკლასელები პროტესტის ნიშნად სკოლაში არ მივიდნენ. პროსტესტის ამ ფორმით გამოხატვის გადაწყვეტილება 14–მა მშობელმა მიიღო. ისინი კლასში იმ მასწავლებლის დაბრუნებას ითხოვენ, რომელსაც 11 წლის ბიჭის ბულინგში ადანაშაულებენ. ასევე, მათი მოთხოვნაა, რომ დამრიგებელმა კლასი დატოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვებს სკოლაში არ გავუშვებენ.
სკოლაში შექმნილი ვითარების გამო, დღეს ახალციხეში მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები მოდიან. მათი ფსიქოლოგები კლასის ყველა მოსწავლეს შეხვდებიან.
ახალციხის ერთ–ერთ სკოლაში, მეექვსე კლასელი ბიჭის ბებია და დედა, მასწავლებელსა და მოზარდის თანაკლასელებს ბავშვის მიმართ ბულინგში ადანაშაულებს. ამ საქმეზე მასწავლებელს სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დარღვევა დაუდგინა და სახდელიც დააკსირა. მასწავლებელი ბავშვზე ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ მან კლასი დატოვა. ამის გამო. კლასში ყველა, 14–ვე ბავშვის მშობელი 11 წლის ბიჭს დაუპირისპირდა. დედები ირწმუნებიან, რომ ბავშვი და მისი ბებია ცრუობს, მოზარდი სკოლაში არავის დაუჩაგრავს და ყველაფერი მოგონილია.
11 წლის ბიჭის ბულინგის მიზეზი ის გახდა, რომ მან სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციაში დარეკა. როგორც მეექვსეკლასელი ბიჭის დედა ამბობს, ბავშვზე ზეწოლა ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შედეგადაც მოზარდს ფსიქიკური პრობლემები შეექმნა.