გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვალეში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

25-03-2019

22 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე“, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.


შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის, ე.წ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, 254 აბი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოვლინდა.


საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადიგენის რაიონულ სამმართველოს გადაეცა. ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.