გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ინდუსტრიული მემკვიდრეობის ნაგებობების რენოვაციის პროცესის დაწყება იგეგმება

25-03-2019

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ინდუსტრიული მემკვიდრეობის ნაგებობების რენოვაციის პროცესის დაწყებას გეგმავს.

პროექტი, რომელიც XX საუკუნის რამდენიმე მასშტაბური ობიექტის ვიზიტორებისთვის გათვალისწინებულ შემეცნებით და გასართობ ზონებად ადაპტირებას გულისხმობს, სამომავლოდ მოდერნიზებული სივრცეების ევროპისკულტურულ მარშუტებში გასაწევრიანებას შეუწყობს ხელს.


"პირველადი კონსულტაციების შედეგად, შერჩეულიასაორიენტაციო დაგობრივი მიმართულებები, რომლებსაც სამომავლოდ პროექტი მოიცავს. პოტენციურ სფეროებად მძიმე სამრეწველო, ენერგეტიკული და აგრარული სექტორები განიხილება.


მსხვილ ინდუსტრიულ საწარმოებში შემეცნებით-სანახაობრივი სივრცეების მოწყობის კონცეფციაზემუშაობას სააგენტო ესტონურ კომპანია „კოკო არქიტექს“-თან ერთობლივად დაიწყებს და პროცესს მსხვილ საწარმოთა მესაკუთრეებთან თანამშრომლობითწარმართავს. სამოქმედო გეგმის განსაზღვრის მიზნით„კოკო არქიტექსის“ სამუშაო ჯგუფი საქართველოსმიმდინარე წლის აპრილში ეწვევა.


უცხოური გამოცდილების საფუძველზე, მსხვილიინდუსტრიული სივრცეების შემეცნებით-სანახაობრივიმიმართულებით რენოვაციის იდეას სააგენტოშემეცნებით-სამეცნიერო და ეკონომიკურადმიზანშეწონილ პროექტად განიხილავს.

ესტონეთში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში სააგენტოსწარმომადგენლობითი ჯგუფი დეტალურად გაეცნოტალინის ინდუსტრიული მემკვიდრეობის ნაგებობათა რეაბილიტაციის რამდენიმე პროექტს, რომელსაც "კოკოარქიტექსი" ახორციელებს.


ესტონურ მხარესთან თანამშრომლობის პროცესიესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოაქტიური მონაწილეობით წარიმართება.

"კოკო არქიტექს"-თან კულტურული მემკვიდრეობისდაცვის ეროვნულ სააგენტოს თანამშრომლობისრამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს. ესტონურიკომპანიის მიერ უკვე მომზადდა ენგურის ტურისტულიზონის მოწყობისა და გრაკლიანის არქეოლოგიურიმუზეუმის მუზეოგრაფიის საპროექტო დოკუმენტები, რომელთა განხორციელებასაც სააგენტო სხვასახელმწიფო უწყებებთან ერთად უახლოესიმომავლიდან დაიწყებს", - წერია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.