გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ

25-03-2019

სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. გაფიცულები საპროტესტო აქციას თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავენ. აქციას რეგიონების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქციაზე მხარდასაჭერად საინიციატივო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირების წარმომადგენლებიც მივიდნენ.


სოცმუსაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და თანამშრომლების დამატებას ითხოვენ. მათივე თქმით, სოციალური მუშაკების ნაწილზე ზეწოლა ხორციელდება, რის გამოც ისინი ვერ გამოვიდნენ, თუმცა პეტიციაზე ხელი მოწერილი აქვთ.

როგორც აქციის მონაწილე თამარ ღუნაშვილმა თქვა, მათ აჭარისა და ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელები სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის აქტიურად მუშაობენ. მათივე თქმით, ორშაბათიდან სხვა თანამშრომლების მობილიზება მოხდება, რომ ბენეფიციარები არ დაზარალდნენ