გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

საფეხბურთო გუნდის „ქუჯის" წევრებს ახალი სპორტული ფორმები გადაეცათ

26-03-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის სპორტის სასახლეში მდებარე სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლიმპიური კომიტეტის ოფისში, მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის 11 წლამდელთა საფეხბურთო გუნდის - ,,ქუჯის’’ წევრებს ახალი, ესპანური სპორტული ბრენდის - JOMA-ს ფირმის სპორტული ეკიპირება გადაეცათ.


სპორტული ფორმები ნორჩ ფეხბურთელებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა და სამშობიარო სახლ ,,სენამედის’’ დირექტორმა გია თოლორდავამ გადასცეს.


მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, გია თოლორდავას, რომლის დაფინანსებითაც არაერთხელ იქნა შეძენილი სპორტული ფორმები, ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა და ,,ქუჯის’’ ნორჩ ფეხბურთელებსა და მათ მწვრთნელს - სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს ლევან ლატარიას, სპორტულ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.


აღსანიშნავია, რომ გია თოლორდავას, სენაკის ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტის ტიტული მიენიჭა.