გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოფიო ქაცარავა ხულოსა და ხელვაჩაურის სკოლების მოსწავლეებს და პედაგოგებს შეხვდა

26-03-2019

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა ხულოს და ხელვაჩაურის რაიონის სკოლების მოსწავლეებთან და პედაგოგებთან.


სოფიო ქაცარავამ სტუმრებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო. მან განსაკუთრებული ყურადღება განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა.


შეხვედრა სიტყვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დისკუსია გაიმართა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ოკუპირებული ტერიტორიები ასევე, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროცესი და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა.

„ყოველთვის სასიამოვნოა ახალგაზრდებთან შეხვედრა და მათი მოსაზრებების და ხედვების გაზიარება, რადგან სწორედ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის მომავალ წარმატებას განსაზღვრავენ“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.


შეხვედრა დევნილი და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის აქტივობების ფარგლებში, გაიმართა, რომელსაც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) დიდი ბრიტანეთის საელჩოს (პროექტი - „ადგილობრივი მოსახლეობის მმართველობაში მონაწილეობა-ჩართულობის ხელშეწყობა მაღალმთიან გურიასა და აჭარაში“) და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (პროექტი - „ჩემი სამყარო“) მხარდაჭერით ახორციელებს.