გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სენაკის მერი სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცო

26-03-2019

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ, კახაბერ კუპრეიშვილმა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა ქალაქ სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე ტროტუარებისა და ბორდიურების სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს.


რეაბილიტაციის პროცესს, ღირებულებით 195 000 ლარი, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მშენებელი’’ აწარმოებს. დასრულებულია ამორტიზებული ფილების, დაზიანებული ბორდიურების კედლების დემონტაჟი. დეკორატიული ფილების დაგების პროცესი მალე დასრულდება.


სენაკის ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, სადაც, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს, დაიგეგმა საავტომობილო გზისა და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება.