გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გარდაცვლილ პაციენტზე: აქ არ არის ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა

26-03-2019

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე უერთდება სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ იმ მედიკოსებს, რომლებიც მედიასაშუალებებში კონკრეტული ექიმის დადანაშაულებას აპროტესტებდნენ.


მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე უაპელაციოდ ვინმეს დადანაშაულება არასწორია.


"ვიდრე არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, სამართალდამცველების მხრიდან ან ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მხრიდან, საინფორმაციო საშუალებების მიერ კონკრეტული ადამიანების დასახელება და დადანაშაულება არასწორია. 

ამიტომ, ჩემს ინტერვიუებში არაერთხელ ვთქვი, რომ 29 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე, აქ არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი",- აცხადებს მინისტრი.


ზაალ მიქელაძეს თქმით, რომ შესაბამისი უწყებები დეტალურად შეისწავლიან ამ საქმეს, გარდაცვლილი ქალის საავადმყოფოში შესვლიდან, პირველი კონსულტაციიდან ლეტალურ შედეგის დადგომამდე მკურნალობის ისტორიას. გადაწყვეტილებას კი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული საბჭო არსებული დოკუმენტების საფუძველზე მიიღებს.


აჭარის ტელევიზია