გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

26-03-2019

22 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ა.კ-ს სხეულის სკანერით დათვალიერების შედეგად, 8,647.84 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 134.7 გრამი) გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


უწყების ცნობით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 8,647.84 ლარის ოდენობით შეეფარდა.