26-03-2019
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“, ,,სარფი“ და ,,ბათუმის აეროპორტი“, 14-24 მარტს, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის, საქარველოსა და სომხეთის მოქალაქეებს, დ.ლ.-ს, მ.ჯ.-სა და ლ.ჰ.-ს კუთვნილი ხელჩანთებისა და ფიზიკური დათვალიერებისას, ნარკოტიკული (23 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება მეტამფეტამინი (0.17 გრამი) გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. აღნიშნულ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე და 262-ე მუხლების 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.