გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა

27-03-2019

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა. ის 87 წლის იყო.


ნოდარ მგალობლიშვილი საქართველოს დამსახურებული არტისტია 1976 წლიდან და სახალხო არტისტი 1979 წლიდან. 2016 წლიდან ის ასევე იყო თბილისის საპატიო მოქალაქე. ის სხვადასხვა დროს რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრებში მუშაობდა. ადრეული პერიოდის როლებიდან აღსანიშნავია მისი როლები მაქსიმ გორკის პიესაში „ფსკერზე“, ჰენრიკ იბსენის - „მოჩვენებაში“. მოგვიანებით მან ითამაშა ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“, იაგოს როლი უილიამ შექსპირის „ოტელოში“, თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებში“.


ნოდარ მგალობლიშვილმა კინოკარიერა მეორეხარისხოვანი როლებით 1958 წლიდან დაიწყო. კინოში ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული როლი მისი შესრულებით რუსი რეჟისორის მარკ ზახაროვის „სიყვარულის ფორმულაში“ გრაფი კალიოსტროა. ითამაშა ედმონდ სეშანის „ზღვის მაშვრალში“, ზაზა ილურიძის „ანთიმოზ ივერიელში“, რუსულ ტელესერიალში „სახელად ბარონი“ და სხვ.