გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა

27-03-2019

შსს-მ ბაქოს ინტერპოლის მიერ 2019 წლის თებერვლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


უწყების ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ა.ა. თბილისში, სასტუმრო "ჰოლიდეი ინის" მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.


"ა.ა.-ს ბრალად ედება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს თაღლითობას, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.


ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.