გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რუსთავში, მდინარე მტკვარზე ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზჭერის 3 ფაქტი გამოვლინდა

27-03-2019

ქვემო ქართლისა და აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


მცხეთის მუნიციპიალიტეტის სოფელ ძეგვში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანის მიმდებარედ და ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვარზე, მოქალაქეები გასაბერი ნავიდან ელექტორშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდნენ თევზჭერას.


თევზჭერის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული 20კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი დაილუქა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 6 ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის უწყებაში.