27-03-2019
გორის რაიონულმა სასამართლომ ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ საქმეში პატრულ-ინსპექტორი ხაბელაშვილი უდანაშაულოდ ცნო.
ხოლო, ზურაბ რუსიშვილი დამნაშავედ ცნო სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. ბრალდებულს შეეფარდა 1 წელი და 6 თვე. გია სადაღაშვილს 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით 2 წელი და 6 თვე განესაზღვრა.
პატრულის თანანმშრომლებს ნუკრი ხაბელაშვილს, ზურაბ რუსიშვილს და გია სადაღაშვილს ბრალად (333-ე მუხლის პირველი ნაწილი) უფლებამოსილების გადამეტება და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა (116-ე მუხლის პირველი ნაწილი) ედებოდათ.
პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია ავტოავარიას 17 მაისს ემსხვერპლა.
24 მაისს ბექა ხახუბიას ავარიის გამო 2 პოლიციელი თანამდებობიდან გათავისუფლდა. მოგვიანებით ამ საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარუდგინეს, თუმცა 11 აგვისტოს სასამართლომ ისინი 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.