გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ჭიათურაში ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის უფასო კარდიოლოგიური კვლევები ჩატარდება

27-03-2019

30 მარტს, ჭიათურის რაიონში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს უფასო ექიმ-კარდიოლოგის კონსულტაციას, ელექტროკარდიოგრამას, გულის ექოსკოპიას, ლაბორატორიული გამოკვლევებს ჩაუტარებენ. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.


მათივე ცნობით, ამ პირებს უფასო კარდიოლოგიურ გამოკვლევებს აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ჩაატარებენ. უფასო გამოკვლევები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.


ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან.

მისამართი: ქ. ჭიათურა დავით აღმაშენებლის ქ. 18 "ჯეო-ჰოსპიტლის" პოლიკლინიკა.


შეგახსენებთ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.