გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქობულეთში "მწვანე ქალაქისა" და გოლფის მოედნის მშენებლობა იწყება

27-03-2019

ქობულეთში ვიწყებთ უპრეცედენტო მასშტაბის, ნახევარ მილიარდიანი პროექტის რეალიზაციას , რაც ყველაზე მასშტაბური ინვესტიციაა აჭარაში, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქობულეთში, მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის მშენებლობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარია ახალი მწვანე ქალაქის მშენებლობაზე, რომელიც მთელი საქართველოსთვის სავიზიტო ბარათი გახდება.

„ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ ინვესტიციაზე, რომელიც აჭარის ოთხსეზონიან კურორტად გადაქცევას უზრუნველყოფს. ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ პროექტზე, რომელიც იქნება ნამდვილი მარგალიტი მთელი შავი ზღვის აუზში. რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ სწორედ საქართველო დაიმკვიდრებს ადგილს როგორც ლიდერი ქვეყანა ტურიზმში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერ-მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები იზრდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან კიდევ უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას იძლევა.


პრემიერ-მინისტრმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას აღნიშნული პროექტის განხორციელების ხელშეწყობისათვის მადლობა გადაუხადა.

მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობა ქობულეთში 180 ჰექტარზე იგეგმება, რაშიც კომპანია „გრინ რეზორთი“ 500 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. მშენებლობისას და ოპერირებისას დასაქმებული იქნება 500 ადამიანი. პროექტი გოლფის მოედნის, საფეხბურთო მოედნების, საჩოგბურთო კორტების, საცურაო აუზების, გასართობი და რეკრეაციული ზონების მოწყობას ითვალისწინებს. ამასთან, აშენდება 250-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზებითა და დასასვენებელი ინფრასტრუქტურით, რომელსაც საერთაშორისო ბრენდი მართავს.