გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სენაკის მერიაში მოქალაქეთა მიღება გრძელდება

27-03-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა მერის პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან და მერის მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა. ინფორმაციას სენაკის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

"შეხვედრები მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლას და პრობლემების ეტაპობრივად გადაწყვეტას უზრუნველყოფს. 

მიღებაზე მოქალაქეებმა მერთან მათთვის საჭირბოროტო და აქტუალურ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელთა დროულად მოგვარების გზები ადგილზევე დაისახა. 
მოქალაქეთა მიღება კვლავაც აქტიურად გაგრძელდება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.