გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ლეილა ალიევა ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა

27-03-2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ გიორგაძე , მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია და მუზეუმის დირექტორს, ლეილა ალიევას ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.


ლეილა ალიევა მრავალი წელია აქტიურადაა ჩაბმული საზოგადოებრივ საქმიანობაში. იგი პირველი აზერბაიჯანელი ქალბატონია, რომელსაც 2016 წელს ტოლერანტის წოდება მიენიჭა. 2000 წლიდან ეწევა ქველმოქმედებას.


იყო არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს აზერბაიჯანელთა ცენტრი რეფორმების ხელშეწყობისათვის“ თავმჯდომარე, რომლის მიზანსაც ქვეყნის კეთილდღეობისა და აღმშენებლობის საქმეში საქართველოს აზერბაიჯანელების აქტიური ჩართვა წარმოადგენდა.