28-03-2019
ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების (საცხოვრებელი კორპუსების ახალ ქსელზე გადაერთება) გამო, 28 მარტს, 08:00 საათიდან - 18:00 საათამდე, ქალაქ ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მათი ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს SMS შეტყობინებები 27 მარტს გაეგზავნათ.
„ქ. ქუთაისში წყალმომარაგების შეზღუდვის გრაფიკები: ავტომშენებლის ქუჩა - N40; 44; 46ბ; 48; 52; 56; 58; 60; 62; 64; 66; 70; 72; 74; 80; 84; 88; ხარებავას ქუჩა; ირ.აბაშიძის ქუჩა N13; 15; 17; 17ა; 17ბ; 17გ; 19; 21; 23; 25; 27; 29; 31; 9 აპრილის ქუჩა N8; 10.
სამუშაოების დასრულებისთანავე წყალმომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.