გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოებას ტექნიკური რეგლამენტი დაარეგულირებს

28-03-2019

2019 წლის 1 აპრილიდან ტექნიკური რეგლამენტი − „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ ამოქმედდება.


ტექნიკური რეგლამენტი ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას ისახავს მიზნად.


„ამ რეგლამენტის შემუშავება გათვალისწინებულია 2017 წელს „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით. აქამდე ანალოგიური დოკუმენტი არსებობდა ღვინის წარმოებასთან მიმართებაში და საჭიროებამ მოიტანა გარკვეული რეგულაციები ამოქმედებულიყო ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების სფეროში, როგორებიცაა ბრენდი, „ჭაჭა“ და მაგარი სასმელები. აღნიშნული რეგლამენტი ეფუძნება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის OIV-ის რეკომენდაციებს“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.


ტექნიკურ რეგლამენტში მოცემულია ტერმინთა განმარტებები, აღწერილია მისი მიზნები, რეგულირების სფერო, რეგულირების ობიექტი, ზოგადი მოთხოვნები რეგულირების ობიექტების მიმართ, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების კატეგორიები და მათი წარმოების ზოგადი წესები, მოთხოვნები ეტიკეტირების, წარდგენის, ბაზარზე განთავსებისა და ოფიციალური დასახელების გამოყენების მიმართ და სხვა.