გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს 2019 წლის სამთო-სათხილამურო თასის ფინალური ეტაპი გუდაურში გაიმართება

28-03-2019

30-31 მარტს, გუდაურში 2019 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის ფინალური ეტაპი გაიმართება.
შეჯიბრება ,,კუდების“ ფერდობზე სლალომსა და გიგანტურ სლალომში ჩატარდება.
სამთო-მოთხილამურეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებენ :
ბავშვები I, დაბადების წელი 2005-2006
ბავშვები II, დაბადების წელი 2003-2004
მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 2002 და უფროსი ასაკი.

შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებენ: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის ნაკრები გუნდები, რომლებმაც გასული წლის შიდა რეგიონალურ ჩემპიონატებზე წარმატებას მიაღწიეს და საქართველოს მთავარ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.
2018-2019 წლის ზამთრის სეზონზე სვანეთის, გუდაურის, აჭარის და ბაკურიანის სპორტ-სკოლების ათ-ათ მოთხილამურეს აქვს მოპოვებული უპირატესობა საქართველოს თასის გათამაშების ეტაპებზე. სწორედ მათ მიეცემათ საშუალება ასახელონ თავიანთი გუნდები.

გუდაურში გამართული შეჯიბრების შედეგებით გამოვლინდებიან 2019 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მფლობელები.
ეტაპებზე მიღებული ქულების ჯამი ახალგაზრდა მოთხილამურეებს, სამომავლოდ საქართველოს სათხილამურო ნაკრებში მოხვედრაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან გუნდურ შეჯიბრში საქართველოს თასის გათამაშების გამარჯვებულ რეგიონს, გუდაურის დამაარსებლის სოლიკო ხაბეიშვილის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა.


1988 წელს გუდაური, როგორც სათხილამურო კურორტი, სწორედ სოლიკო ხაბეიშვილის დიდი ძალისხმევით დაარსდა.
1991-1993 წლებში სოლიკო ხაბეიშვილი იყო საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პირველი პრეზიდენტი.
გუდაურის კურორტის დაარსებისა და მისი განვითარების საქმეში შეტანილი ღვაწლის აღსანიშნავად, მეორე წელია სოლიკო ხაბეიშვილის სახელობის თასი გადაეცემა გამარჯვებულ რეგიონს.


უკვე მეექვსე წელია, რაც უმცროსი ასაკის გამარჯვებული მოთხილამურეები, გურამ გირგვლიანის ინიციატივით, სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის ფონდიდან ფულადი პრიზით ჯილდოვდებიან. აღნიშნული პრიზი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის სტიმულის მიცემის მიზნით დაარსდა.
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის თასის ეტაპების გენერალური სპონსორი კომპანია „სილქნეტია,,, მხარდამჭერები - კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მთის კურორტების განვითარების კომპანია და კომპანია ,,ბორჯომი“.


ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ საქართველოში ჩატარებული სამთო-სათხილამურო და ფრისტაილის ყველა შეჯიბრზე სპორტსმენების გვერდით ,,რედბულისა“ და სოსისების კომპანია ,,ვაკის“ მონაწილეობა.

საქართველოს თასის გათამაშების ფინალური ეტაპისა და საერთო ჩათვლაში გამარჯვებულები შეჯიბრების დასრულების შემდეგ ,,cub``-ის მიმდებარე საგანგებოდ მოწყობილ ტერიტორიაზე მუსიკის თანხლებით საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფედერაციის ვებ გვერდზე: www.gsf.ge.