გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზუგდიდში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის შეხვედრა გაიმართა

21-12-2017

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის სხდომა გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რომელსაც მხარის რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ.
საკოორდინაციო შტაბის წევრებს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია ზურაბ ჩეკურაშვილმა მიაწოდა. მან ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს ხედვასა და მომავალი წლის სამოქმედო გეგმის ძირითად პრიორიტეტებზე. დასავლეთ საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები შემუშავებული სტრატეგიის თანახმად, მომავალ წელსაც გაგრძელდება და თითოეული რგოლის, განსაკუთრებით მოსახლეობის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. „სახელმწიფოს ქმედებები იქნება კოორდინირებული და თანმიმდევრული, რათა გავუმკლავდეთ ამ რთულ გამოწვევას,“- აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა
შეხვედრას საკოორდინაციო შტაბის წევრები, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.