სამშაბათი, ივნისი 24, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
მარნეულში ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა იმართება

28-03-2019

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრას მარნეულში მართავენ. ღია კარის დღეზე აბიტურიენტებსა და დაინტერესებულ პირებს ცენტრის დირექტორი, სოფო გორგოძე და ცენტრის წარმომადგენლები ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის ინსტრუქციებსა და გამოცდის პროცედურებს დეტალურად აცნობენ.


აბიტურიენტებს ის კალენდრებიც ურიგდებათ, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებისათვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გამოიცა.


სპეციალურ კალენდარზე მოცემულია რეგისტრაცის ვადები და გამოცდასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი თარიღები.


2019 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე მათ ჩასაბარებელი საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ.


საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ.