პარასკევი, მაისი 02, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
დღეიდან 9 თვეში სოციალურ მუშაკებს ხელფასები 1200 ლარამდე გაეზრდებათ

28-03-2019

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმედოვნებს, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ სოციალური მუშაკების გაფიცვა შეწყდება.
ჯანდაცვის სასწავლო ეროვნულ ცენტრში მინისტრის დახურული შეხვედრა გაფიცულ სოცმუშაკებთან დასრულდა. იგი თითქმის 4 საათი გრძელდებოდა, რომლის შემდეგ შეხვედრის დეტალებზე დავით სერგეენკომ კომენტარი გააკეთა.


მისივე თქმით, არც ერთი კითხვა შეხვედრაზე პასუხგაუცემელი არ დარჩენილა და ამდენად, მინისტრი ფიქრობს, რომ ხვალიდან სოცმუშაკების გაფიცვა შეწყდება.

კითხვაზე, თუ რაზე შეთანხმდნენ შეხვედრაზე, მინისტრმა განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც სამინისტროს აქვს დასახული სოცმუშაკების პრობლემების მოსაგვარებლად, უმეტესწილად მათთვის მისაღებია. კერძოდ, ხელფასების გაზრდა კანონით განსაზღვრულია და იგი დღეიდან 9 თვეში უნდა მოხდეს. სერგეენკოს თქმით, სოცმუშაკებს ხელფასი მოემატებათ და იგი 1200 ლარი იქნება.


"სამწუხაროთ, ჩვენ მოკლებულები ვართ შესაძლებლობას, რომ ეს პერიოდი შევამციროთ. მეორეს მხრივ, რა დანახარჯებიც მათ აქვთ მაგალითად, იგივე ტრანსპორტზე, ამაზე კონკრეტული გეგმის განხორციელება უკვე დაწყებულია. მოხდება ავტომობილების დამატება. გეგმა, რასაც ვაპირებთ, მათთვის ეს აღმოჩენა უმეტესწილად მისაღებია. ეს მათ ფინანსურ ტვირთს შეუმცირებს,“ - განაცხადა სერგეენკომ.