გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სენაკში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესა და რეფერენდუმის ჩატარების 28 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები იგეგმება

29-03-2019

31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.


წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებიდან 28 წელი გავიდა.


ამ მოვლენებთან დაკავშირებით სენაკის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.


დღეს, 29 მარტს, საჯარო ბიბლიოთეკაში თემატური ღონისძიება გაიმართება.


31 მარტს კი სენაკის საკათედრო ტაძარში საქართველოს პირველი პრეზიდენტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება.


გარდა ამისა, დაგეგმილია ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ხელოვნების სამუსიკო სკოლის გალაკონცერტი და გამოფენა - "შეხვედრა ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებთან".