გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ხელვაჩაურისათვის ძველი ტერიტორიების დაბრუნების საკითხზე სამთავრობო კომისია იმსჯელებს

29-03-2019

სამთავრობო კომისიას ხვალ გადაეგზავნება დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხელვაჩაურს საშუალება ექნება 2011 წელს ბათუმისთვის გადაცემული მიწები უკან დაიბრუნოს. 


გადაწყვეტილების მირების შემდეგ, ხელვაჩაურს 555 ათას 442 კვ.მ ტერიტორიას დაუბრუნებენ, ეს არის ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ფანასკეტელ-ციციშვილისა და გრიგოლ რობაქიძის ქუჩებს შორის მოქცეული მონაკვეთი.


ხელვაჩაურმა, ქალაქის მერიას ტერიტორიის დაბრუნების მოთხოვნით, გასული წლის სექტემბერში მიმართა. საკითხზე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები, რამდენიმე თვეა მიმდინარეობდა. ხელვაჩაურის საკრებულომ სპეციალური კომისიაც შექმნა. კომისიის წევრებმა იმუშავეს, შეადგინეს რუკა და გეგმა, ასევე განსაზღვრეს ტერიტორიები, რომლის უკან დაბრუნებაც სურდათ.


საკითხის განხილვის პროცესში მოსახლეობაც გამოკითხეს. 246 ოჯახიდან 225 თანახმა იყო, 8 თავი შეიკავა, 13 კი წინააღმდეგი წავიდა.

ხელვაჩაურისათვის ტერიტორიების დაბრუნების საკითხზე სამთავრობო კომისიის წევრები უახლოეს პერიოდში იმსჯელებენ.