გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გუდაურში დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი "DipSki2019" გაიმართება

30-03-2019

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ჩართულობით, 2019 წლის 31 მარტს, გუდაურში, გაიმართება დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი „DipSki2019“.


ტურნირი მესამედ ტარდება და მიზნადისახავს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას.


„DipSki2018“-ში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიურიკორპუსის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.


საგარეო უწყების ინფორმაციით, შეჯიბრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.

სათხილამურო ტურნირის გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალურად ღონისძიებისთვის დამზადებული ჯილდოები.


დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი - “DipSki” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 2017 წლიდან იმართება.