გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლევან დავითაშვილი: უახლოესი 6 წლისთვის, ქვეყანაში დამატებით, დაახლოებით, 100 000 ჰექტარი გასარწყავიანდება

30-03-2019

საქართველოში პირველი წყალსაცავის მასშტაბური მშენებლობა იწყება – უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის „თეძამის წყალსაცავის“ პრეზენტაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. დამსწრე აუდიტორიის წინაშე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი სიტყვით წარსდგა.


„სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის თვალსაზრისით, განსაკუთრებული დღეა. კასპის მუნიციპალიტეტში ჩვენ ახალი წყალსაცავის მშენებლობას ვიწყებთ. საქართველოში, ბოლო 50 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში საირიგაციო მნიშვნელობის წყალსაცავი არ აშენებულა“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფომ მიზნად დაისახა და პრიორიტეტად გამოაცხადა სოფლის მეურნეობის განვითარება. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის შექმნა კი სოფლის მეურნეობის განვითარების უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ლევან დავითაშვილიმა ხაზი გაუსვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებს, რომლებიც უკავშირდება სარწყავი არხების რეაბილიტაციას და ამ პროექტებში სახელმწიფოს რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ინვესტიციას. უახლოესი 6 წლისთვის კი სამინისტროს აქვს ამბიციური გეგმა - ქვეყანაში დამატებითი, დაახლოებით, 100 000 ჰექტარი გასარწყავიანდება. მისი თქმით, ეს ყველაფერი დაკავშირებულია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის შექმნასთან, კიდევ უფრო მნიშვნელოვან ინვესტიციებთან, რაც სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია.


„ჩვენ მოგვიწევს კონსტრუქციულად უფრო რთული პროექტების განხორციელება. მათ შორის, წყალსაცავების მშენებლობა. ამ კუთხით გამორჩეულია თეძამზე წყალსაცავი, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელსაც ჩვენი სამინისტრო განახორციელებს და რომელზეც ვმუშაობდით რამდენიმე წლის განმავლობაში. სამინისტრო, პარალელურ რეჟიმში, მსოფლიო ბანკის ჩართულობით სწავლობს და უახლოეს ხანებში განახორციელებს ახაშენის, ილტოს წყალსაცავების მშენებლობას და შესაბამისი საირიგაციო არხების როგორც რეაბილიტაციას, ისე ახალი საირიგაციო სისტემების შექმნას.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, წყალუზრუნველყოფის გარეშე, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ლაპარაკი, მით უმეტეს აღმოსავლეთ საქართველოში, გაგვიჭირდება. ჩვენ აგვისტოსა და ივლისის პერიოდში, მაღალი ტემპერატურის პირობებში, ყველაზე მეტად გვჭირდება წყალი. ამ პერიოდში წყალი მდინარეებში არ გვაქვს, მაგრამ უხვად გვაქვს გაზაფხულზე და შემოდგომაზე. შესაბამისად, თუ ჩვენ ამ წყალს სწორად ვმართავთ, თუ ჩვენ გვექნება შესაბამისი წყალსაცავები, წყალუზრუნველყოფილი გვექნება ყველაზე ნაყოფიერი მიწები. კასპის მუნიციპალიტეტების სოფლები გამორჩეული იყო მეხილეობით“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პოლიტიკაზე, რომელიც უკავშირდება ინტენსიური მაღალი ღირებულების პროდუქციის წარმოებას სოფლის მეურნეობის კუთხით. მისი თქმით, ხორციელდება ახალი ინტენსიური ბაღების გაშენების პროექტი. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ქვეყანაში გაშენებულია, დაახლოებით, 7 000 ჰექტარი ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ბაღები, რაც საქართველოში წარმოებული ხილის პროდუქციის რაოდენობას, უახლოეს 3 ან 4 წელიწადში, გააორმაგებს და ეს ტენდენცია გრძელდება.


„ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრამას, ვაგრძელებთ თანადაფინანსებას, მოსახლეობის მხარდაჭერას, რომ მათი საქმიანობა სოფლის მეურნეობაში იყოს კეთილდღეობის მომტანი“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.