გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბელგრადში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

30-03-2019

ბელგრადში, საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა.


ქართული ღვინო ბელგრადში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა, გიორგი თევზაძემ წარადგინა. მან სტუმრებს პრეზენტაციის სახით ქართული ღვინის კულტურა, ისტორია და თანამედროვეობა გააცნო, რის შემდეგაც ქართული ღვინის პროფესიონალური დეგუსტაცია ჩაატარა.


აღნიშნულ ღონისძიებას იმპორტიორები, სხვადასხვა რესტორნების, სასტუმროების და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებიც დაინტერესებულები არიან ქართული პროდუქციის იმპორტით სერბეთში. მათ შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის მწარმოებელი ოთხი კომპანიის სხვადასხვა დასახელების როგორც ქვევრის, ისე კლასიკური მეთოდით დამზადებული ღვინოები. კერძოდ, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი კომპანიები: „თელავის ღვინის მარანი“, „მაყაშვილის ღვინის მარანი“, „კონჭო და კომპანია“ და „მარანი კაპისტონი“.


როგორც გიორგი თევზაძემ აღნიშნა, სტუმრების მხრიდან ქართულმა ღვინომ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. პრეზენტაციის მსვლელობის დროს დაისვა ქართული ღვინის 8-ათასწლიან ისტორიასთან და დღევანდელობასთან დაკავშირებული შეკითხვები.


ბიზნესფორუმი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სერბეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.