გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ძველ სენაკში უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევების აქცია გაიმართა

30-03-2019

თვალის მიკროქირურგიული ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯის” ოფთალმოლოგთა ჯგუფმა დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარა.


სამედიცინო კვლევის აქციის მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი გაეცნენ.


აქციის ფარგლებში, განხორციელდა თვალის სრული პირველადი გამოკვლევა, დაავადებების სკრინინგი და რეფრაქციის დადგენა.


უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევების აქცია, რომელიც ამ ეტაპზე სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს მოიცავს, თვალის მიკროქირურგიული ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯის’’ ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.