21-12-2017
გერმანული რადიოსადგური აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს მიხეილ სააკაშვილთან, რომელშიც იგი, კორესპონდენტ ალექსანდრა ინდიუხოვას ესაუბრება ვლადიმერ პუტინისა და ალექსეი ნავალნის შესახებ, აგრეთვე იმ წერილის თაობაზე, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს გაუგზავნა და ა.შ.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- თქვენ მართლაც გაუგზავნეთ წერილი პეტრო პორშენკოს? გამოქვეყნებული ტექსტი ფეიკი (ტყუილი) ხომ არ არის?
- არა, ტყუილი არაა. მე მართლაც გავუგზავნე წერილი და მოლაპარაკება შევთავაზე, სიტუაციიდან გამოსვლის გზების ძიებისათვის.. სამწუხაროდ, მან თავისი მოქმედებით სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. ჩემი საქმე შეთავაზებაა, მცდელობა. იგივე სიტუაცია იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან დაკავშირებითაც მისი გადადგომის წინ, მაგრამ მან მე არ მომისმინა და დაამთავრა იმით, რითაც დაამთავრა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ პოლიტიკოსებმა საკითხები მაქსიმალურად მშვიდობიანად, მშვიდად, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით უნდა გადავჭრათ. თუ ასე არ მოხდება, მაში ნ პეტერო პოროშენკო თავის მოღვაწეობას ცუდად დაამთავრებს. (...) ძალიან მიყვარს უკრაინა და ვთვლი, რომ ეს ქვეყანა პეტრო პოროშენკოს მეორე ვადით პრეზიდენტობას ვეღარ აიტანს.
- ვინ იქნება უკრაინის მომავალი პრეზიდენტი?
- ვინც არ უნდა იყოს, იგი ხელისუფლების უზურპირებას ვეღარ მოახდენს.
- თქვენ გინდათ უკრაინის პრემიერ-მინისტრობა?
- უკრაინელი ხალხი სადაც, რომელ უბანზეც გამაგზავნის, იქ წავალ და ვიმუშავებ. უკრაინის ახალ სახელმწიფოში, უკრაინის ახალი პოლიტიკური კლასის პირობებში. რაც შეეხება პრეზიდენტობას, მე უკრაინის პრეზიდენტი ვერ ვიქნები და არც მინდა ვიყო. პრეზიდენტი ის უნდა იყოს, ვინც უკრაინაშია დაბადებული და მთელი ცხოვრება უკრაინაში აქვს გატარებული. მე პირადად უკრაინას ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი შევწირე, მაგრამ ეს არასაკმარისია. მე იქ ვიქნები, სადაც გამგზავნიან. მე მინდა უკრაინელ ხალხს ვაჩვენო არა ის, თუ რა შემიძლია, არამედ ის, რაც თვოთონ შეუძლიათ.