30-03-2019
ყოველი წლის მარტის ბოლო შაბათს, უკვე მეთორმეტედ, საქართველო და მათ შორის, სენაკის მუნიციპალიტეტი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას „დედამიწის საათი" უერთდება.
ერთი საათი , საღამოს 20:30 საათიდან 21:30 საათამდე, განათების გარეშე: ჩამქრალი ქუჩები, ისტორიული ნაგებობები და სამთავრობო შენობების ფასადები - ქვეყანაში დედამიწის საათი აღინიშნება.
,,დედამიწის საათი“ პირველად, 2007 წელს, ავსტრალიაში WWF-მა ჩაატარა.
ამ დღეს, ტრადიციულად, მილიონობით ადამიანი ზუსტად ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამ ფორმით, პლანეტის მიმართ თანადგომას გამოხატავს.
▶️ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, შევუერთდეთ ჩვენც!