გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზუგდიდში ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება გაიმართა

31-03-2019

ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ჟურნალისტ ირაკლი შონიას დოკუმენტური ფილმის ,,გზა თავისუფლებისკენ" ჩვენება გაიმართა .


ფილმი საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას ეძღვნება.


ფილმის ჩვენებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია, მისი მოადგილეები, ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე, გიორგი შენგელია, სასულიერო პირები და პირველი პრეზიდენტის თანამოაზრეები დაესწრნენ.


ფილმის ბოლოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სასულიერო პირებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.


"გილოცათ ჩვენი პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს! მისალოცია, რომ ჩვენ გვხვდა წილად საქართველოს თავისუფლების გარიჟრაჟზე გვყოლოდა, სწორედ ისეთი პრეზიდენტი, როგორიც ბატონი ზვიად გამსახურდიაა. ჩვენ ამ ფილმში ვიხილეთ ძალიან მძიმე კადრები, პირველი პრეზიდენტის ცხოვრებიდან, თუმცა როგორც ბატონი ზვიადი ბრძანებდა, სწორედ ეს გზა იყო საქართველოს გზა და პირადად მისი გზაც! სწორედ მისი ხსოვნის პატივსაცემად ჩვენ მოვალენი ვართ აღვასრულთ მისი ნაანდრძევი და დამოუკიდებელი, ერთიანი საქართველო გადავაბაროთ ჩვენს მომავალ თაობებს! თითოეული მოქალაქე ვალდებულია, პატივი მიაგოს ჩვენი ქვეყნის პირველ პრეზიდენტს. ბატონი ზვიად გამსახურდიას პატივსცემა, ჩვენი მომავალი თაობებისათვის იქნება, სახელმწიფოებრივი ინსტიტუციებისადმი პატივისცემის მაგალითი, რაზეც უნდა აშენდეს დემოკრატიული, წარმატებული სახელმწიფო" , - განაცხადა ფლიმის ჩვენებს შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.


,,შეუფასებელია ზვიად გამსახურდიას ღვაწლი საქართველოს ისტორიაში. საოცარია მისი განვლილი ცხოვრების გზა, კაცთმოყვარეობა და შორსმჭვრეტელობა. მე ამაყი ვარ დღეს, რომ ვარ იმ ქვეყნის მოქალაქე, რომლის პირველი პრეზიდენტიც ზვიად გამსახურდია იყო", - აღნიშნა შეხვედრაზე ზუგდიდის მერის პირელმა მოადგლემ, გიორგი შენგელიამ.