გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხის ერთ-ერთ სკოლაში სავარაუდო ბულინგის ფაქტზე მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს

1-04-2019

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ახალციხის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გამოვეხმაუროთ ახალციხის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტს, რომელიც მოსწავლე ბიჭის მიმართ სავარაუდო ბულინგის ფაქტს უკავშირდება.


სკოლაში წარმოდგენილია საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური. როგორც კი მანდატურმა შეიტყო იმ ფაქტის შესახებ, რომ სკოლის მოსწავლე, შესაძლოა, ყოფილიყო ვერბალური ბულინგის მსხვერპლი და ამასთან, საფრთხის წინაშე იდგა სასკოლო პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობა, დაუყოვნებლივ აცნობა მანდატურის სამსახურს. ახალციხეში მყისიერად გაემგზავრა აღნიშნული სამსახურის კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების შემადგენლობით. მოსწავლეთა კანონიერი წარმომადგენლების თანხმობით, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლები გაესაუბრნენ კონფლიქტში ჩართულ ყველა რგოლს, შეასრულეს მედიატორის როლი და განახორციელეს ინდივიდუალური სამუშაოები, რის შემდეგაც, საგანმანათლებლო პროცესი სკოლაში აღდგა და დღესაც შეუფერხებლად მიმდინარეობს. რაც შეეხება კონკრეტულ მოსწავლეს, რომელიც, შესაძლოა, იყოს ბულინგის მსხვერპლი, განხორციელდა მისი რეფერირება მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრში. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის შემთხვევაში, ცენტრის მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები განახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას.


მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შსს-ში მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

მანდატურები აგრძელებენ მუშაობას სკოლაში და საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან დაუყოვნებლივ აღმოფხვრან ნებისმიერი ინციდენტი, რამაც, შესაძლოა, დააზარალოს მოსწავლეთა უფლებები და ხელი შეუშალოს სასკოლო პროცესის წარმართვას", - ნათქვამია განცხადებაში.